ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხდა და კარიერაში მე-15 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა. მატჩისშემდეგ ორივე ჩოგბურთელმა კომენტარი გაკეთეს.
„პირველ რიგში ვულოცავ ნოვაკს და მის გუნდს. ამ ორი კვირის განმავლობაში ნაჩვენებ მაღალი დონის ჩოგბურთს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამ ტურნირს ქმნის, სპონსორებს, მათ შორის კიას, რომელიც ჩემი პერსონალური სპონსორიცაა ჩემი კარიერის დასაწყისიდან. ძალიან ემოციური ორი კვირა იყო. დღეს არ იყო ჩემი დღე. გასულ წელს ბევრი პრობლემა მქონდა. რამდენიმე ტურნირზე შევწყვიტე თამაში, მათ შორის ამ ტურნირზეც. ამერიკის ღია პირველობის მერე პირველად ვითამაშე ავსტრალიაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ იყო ჩემი დღე, ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ და ტრავმების მერე დავბრუნდი. მჯერა, რომ ამ ორ კვირაში კარგი ჩოგბურთი ვაჩვენე. მადლობა ჩემს გუნდს და ოჯახს, ვინც ჩემი კარიერის დასაწყისიდან მეხმარება. მათ გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდი. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რომ კვლავ გავაგრძელებ ვარჯიშს და მუშაობას რომ უკეთესი მოთამაშე გავხდე. ზოგჯერ ეს არ გამომდის ტრავმებისა და ისეთი ოპონენტების გამო, როგორიც დღეს მყავდა. თუმცა, კვლავ გავაგრძელებ ბრძოლას საუკეთესო მომენტებისთვის. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. იმედია შემდეგ წელსაც გნახავთ“- განაცხადა ნადალმა.
„მინდა კომპლიმენტები ვუთხრა რაფას, რომელსაც კარგი ორი კვირა ჰქონდა აქ. დღეს მძიმე მატჩი იყო, მაგრამ როგორც მან თქვა დაბრუნდა ტრავმის შემდეგ. რაფა მე და მის კოლეგებს გვაჩვენებს თუ რას ნიშნავს მებრძოლი ხასიათი და მადლობა მას ამისთვის. როგორც რაფას, მეც მქონდა ტრავმა და გადავიტანე ოპერაცია წინა წელს. დღეს აქ დგომა და ბოლო სამი გრანდ სლემის მოგება უბრალოდ გასაოცარია. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა მარიან ვაიდას, რომ ჩემს გუნდში დაბრუნდა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, მეუღლეს, ვაჟ სტეფანს და ქალიშვილ ტარას. იმედია უყურებდნენ თამაშს. თასი მაშინ არის უფრო მნიშვნელოვანი, როცა ცხოვრებაში გყავს ვინმე ვისაც გაუზიარებ. მადლობა ჩემს ორ ძმას და მშობლებს. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, რომ სახლში გვაგრძნობინებენ თავს“- განაცხადა ჯოკოვიჩმა.