ფეხბურთი

19:17 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი ტრავმირებულია

მადრიდის „ატლეტიკოს“ კაპიტანი დიეგო გოდინი ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას „როხილბანკოს“ ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა, უცნობია რამდენად სერიოზულია ურუგვაელის დაზიანება.

გოდინმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან“ შეხვედრაში (2:0) მიიღო და შესვენებაზე დიეგო სიმეონემ შეცვალა. ტრავმის ხარისხს სამედიცინო გამოკვვლევა დააგდენს, რომელიც ფეხბურთელს უახლოეს ხანებში ჩაუტარდება.

მიმდინარე სეზონში 32 წლის მცველმა 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელი ზაფხულში მილანის „ინტერში“ გადავა, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.

0.114896