მექსიკი ეროვნული ნაკრების და "ვესტ ჰემის" თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს (ჩიჩარიტო) "ვალენსიაში" გადასვლა სურს. როგორც "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ "ვილიარეალთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მექსიკელი მისი გუნდისთვის კარგი ვარიანტია.
"მას ბევრი სათამაშო დრო არ აქვს, მას "ვალენსიაში" გადმოსვლა უნდა, თუმცა სიტუაცია გართულებულია. იმ მცირე ინფორმაციით რაც მაქვს შემიძლია ვთქვა, რომ "ვესტ ჰემს" ფეხბურთელის გაყიდვა უნდა." - განაცხადა მარსელინომ.
როგორც ცნობილია მიში ბატშუაი ლონდონურ კლუბში დაბრუნდა და მისი იჯარა "ვალენსიაში" დასრულდა. შესაბამისად, "ღამურები" მის შემცვლელს ეძებენ და ჩიჩარიტო მათთვის მისაღები ვარიანტია. მიმდინარე სეზონში ხავიერი მატჩში საშუალოდ 52 წუთს თამაშობს. ერნანდესმა 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.