ფეხბურთი

21:33 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" პერიშიჩის იჯარაზე "ინტერთან" მოლაპარაკებას აწარმოებს

ლონდონის "არსენალი" მილანის "ინტერთან" ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევის ივან პერიშიჩის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მეთოფეებს" სურთ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ხორვატი ინათხოვრონ და ასევე გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდეთ. ასევე ცნობილი ხდება, რომ იტალიელებს სრულფასოვანი ტრანსფერი სურთ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ ევროს ითხოვენ იტალიელები პერიშიჩის სანაცვლოდ. ივანის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში შემტევმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს პერიშიჩი ერთ მატჩში საშუალოდ 75 წუთს თამაშობს.

0.110593