ესპანეთის ლიგა ენდესას ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა ბასკეტმა“ „სარაგოსას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში წააგო - 73:78.
მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ სოლიდური სათამაშო დრო ერგო ბურჯანაძეს, რომელმაც პარკეტზე 34:23 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 30დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედებს კოეფიციენტი კი 8-ს გაუტოლდა.
„გიპუზკოა“ მეტად მძიმე სეზონს ატარებს და 18 თამაშში 3 გამარჯვების წილ 15 წაგება. ამ შედეგით კი, ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას „ბურგოსთან“ 3 თებერვალს, სტუმრად ჩაატარებენ.