ფეხბურთი

13:27 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენატიამ "მანჩესტერს" ყატარი ამჯობინა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მეჰდი ბენატია ყატარულ „ალ-დუჰაილში“ გადადის. Football Italia-ს ინფორმაციით, მაროკოელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადება უარყო და კარიერის გაგრძელება ყატარში არჩია.

საინტერესოა, რომ ინგლისური გრანდი ბენატიას სეზონში 3.7 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მეჰდიმ „ალ-დუჰაილის“ 5-მილიონიანი წინადადება ამჯობინა. გავრცელებული ცნობით, ტრანსფერი ორშაბათს უნდა დადასტურდეს. „იუვენტუსი“ 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ტურინულმა გრანდმა კი უკვე იპოვა ბენატიას შემცვლელი - მარტინ კასერესი. ურუგვაელი დიდი ალბათობით, დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და „იუვენტუსში“ 2009 და 2012 წლის შემდეგ მესამედ ჩაირიცხება.

0.113416