ფეხბურთი

11:28 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო MLS-დან საუდის არაბეთში

„სებასტიან ჯოვინკო შესაძლოა სულ მალე საუდის არაბეთში ვიხილოთ. Football Italia-ს ცნობით, 31 წლის იტალიელს „ალ-ჰილალი“ შეუთანხმდა და ტრანსფერი უახლოეს ხანებში ოფიციალურ სახეს მიიღებს.

გარიგების ფინანსური დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ფაქტია, იტალიელი ამჟამად MLS-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და აზიური წინადადება კიდევ უფრო მომხიბლავი იქნებოდა.

სებასტიან ჯოვინკო „ტორონტოს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ხსენებულ პერიოდში სებამ 142 მატჩში 83 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი შეასრულა. მანამდე კი სამშობლოში „იუვენტუსის“, „ემპოლისა“ და „პარმას“ შემადგენლობაშიც უთამაშია.

0.129423