სხვა

12:50 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა დატვირთული დღეები

დღეს აშშ-ში, ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში, ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი Absolute Fencing Gear FIE Women’s Sabre World Cup აიღებს სტარტს. ამერიკაში საქართველოს სახელს, ევროპის 2017 წლის ჩემპიონი თეოდორა კახიანი დაიცავს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი მოფარიკვე ასპარეზობაში მოგვიანებით 22:15 საათიდან ჩაერთვება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაშნით ფარიკაობაში გრან პრი აიღებს სტარტს. საქართველოს ტურნირზე ერთი წარმომადგენელი ეყოლება: ქალთა შორის მაია გუჩმაზოვა იასპარეზებს. ქალთა შეჯიბრი, ხვალ 26 იანვარს, 9:00 საათზე აიღებს სტარტს.

ხვალ ავსტრიის ქალაქ მიოდლინგში, კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი INTERNATIONALES FREDI GRASNEK KADETTENTURNIER გაიმართება. შეჯიბრში ქართველი ხმლით მოფარიკავეები: ვახტანგ არჩვაძე, ლაშა კუჭუხიძე, ლუკა ლომინაძე იასპარეზებენ. ჯგუფური ეტაპი 12:00 საათზე დაიწყება.

0.120408