ფეხბურთი

11:23 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკაზე ჯგუფების შემადგენლობები გაირკვა

გაიმართა 2019 წლის კოპა ამერიკის წილისყრა. შეგახსენებთ, რომ რიგით 46-ე გათამაშება ბრაზილიაში გაიმართება 14 ივნისიდან 7 ივლისამდე. ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაიცავს ჩილეს ეროვნული გიუნდი, რომელმაც ბოლო ორ ფინალში არგენტინას მოუგო. ორივეჯერ პენალტებით.

ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათგან ორი მოწვეულია - იაპონია და ყატარი.

ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ბრაზილია, პერუ, ბოლივია, ვენესუელა

B ჯგუფი: არგენტინა, კოლუმბია, პარაგვაი, ყატარი

C ჯგუფი: ურუგვაი, ეკვადორი, იაპონია, ჩილე

რეგლამენტით, ჯგუფური ეტაპის კვალად, გაიმართება მეოთხედფინალები, შემდეგ ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ბოლოს ფინალი - 7 ივლისს, რიო დე ჟანეიროში, „მარაკანას“ სტადიონზე.

0.13123