ფეხბურთი

22:50 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის ჰეთ-თრიქი სპარინგში (+VIDEO)

გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს. პოლონელებმა სპარინგი კვიპროსულ „ონისილოსთან“ გამართეს და არასაფეხბურთო ანგარიშით - 12:0 დაამარცხეს.

მერებაშვილმა ამ მატჩში 46-ე წუთიდან ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. გიორგიმ 75-, 81-ე და 89-ე წუთებზე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.

აქვე გეტყვით, რომ მერებაშვილს „ვისლამ“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონი კი 10 თებერვლიდან განახლდება.

0.128981