წუხელ, ქვედალიგელმა „ბარტონმა,“ ინგლისის ლიგის თასის (Carabao Cup) საპასუხო ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი, შეხვედრის 26-ე წუთზე, სერხიო აგუერომ გაიტანა.
ამათი პირველი შეხვერდა „ეტიჰადზე“ „სიტიმ“ 9:0 მოიგო და ამჯერად, მათმა დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ, მინდორზე ბოლო 11 წელიწადში, „სიტის“ ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა გაიყვანა. აი, ისიც: მურიჩი, დანილო, სანდლერი, გარსია, ზინჩენკო (ნმეჩა 67), დელფი, ფოდენი, დე ბრუინი (მენდი 63), პოვედა, მაჰრეზი, აგუერო (ჟეზუსი 63).
მათ შორის, გამოირჩეოდნენ 20 წლის კოსოვოელი მეკარე არო მურიჩი, 18 წლის ესპანელი ერიკ გარსია, 21 წლის ჰოლანდიელი ფილიპ სანდლერი და 18 წლის ინგლისელი იან კარლო პოვედა.
„სიტი“ ფინალში გავიდა. მისი მეტოქე კი „ჩელსი“ – „ტოტენჰემს“ შორის გამარჯვებული იქნება, რომლებიც დღეს, 24 იანვარს, „სტემფორდ ბრიჯზე“ შეხვდებიან ერთმანეთს. პირველი მატჩი „დეზებმა“ მოიგეს 1:0.