ფეხბურთი

1:30 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" პოლონელი თავდამსხმელი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ „ჯენოას“ პოლონელი ფორვარდი კრშიშტოფ პიონტეკი გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„მილანმა“ პიონტეკის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღო და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ფეხბურთელს მედიის წინაშე 24 იანვარს წარადგენენ.

მიმდინარე სეზონში პოლონელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა (13 სერია A-ში) და 1 საგოლე პასი მიითვალა. „ჯენოამ“ პიონტეკი გასულ ზაფხულ „კრაკოვიადან“ 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

23 წლის პოლონელი "მილანმა" გონსალო იგუაინის შემცვლელად დაიმატა, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა.

0.114131