მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა. ამის შესახებ Calcomercato წერს Ok Diario-ზე დაყრდნობით. ბრაზილიელის სურვილია, რომ კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ ისევ ითამაშოს და თავისი სურვილი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.
„თუ „იუვეს“ ჩემი გაფორმება ენდომება, გთხოვთ, გამიშვათ“, - თქვა 30 წლის ფეხბურთელმა.
ტრანსფერი სავარაუდოდ ზაფხულში შედგება. ხაზგასასმელია, რომ „რეალში“ დამდეგ სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის მკვეთრად გადახალისება იგეგმება არაა გამორიცხული წამსვლელთა შორის მარსელოც უპრობლემოდ აღმოჩნდეს.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ „იუვემ“ მარცხენა მცველ ალექს სანდროს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მაგრამ ბრაზილიელს მსურველები არ აკლია, რაც მარსელოს „იუვენტუსში“ ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.