ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ ლეგენდარული სერენა უილიამსი 6:4, 4:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.
მესამე სეტში უილიამსი 5:1-ს იგებდა და თავის ჩაწოდებას მატჩ-პოინტიც ჰქონდა (40:30). 5:4-ზე პლიშკოვამ კიდევ სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და საბოლოო ჩეხმა ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და სასწაული შეხვედრა შემოატრიალა.
სერენა დიდი სლემის 1/4-ფინალში ბოლოს ექვსი წლის წინ, 2013 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე სლოან სტივენსისთან დამარცხდა.
ნახევარფინალში პლიშკოვა ნაომი ოსაკას შეხვდება, რომელმაც ელინა სვიტოლინას 6:4, 6:1 მოუგო.