ფეხბურთი

0:43 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" პოლონელი ფორვარდით გაძლიერდა

იტალიური „მილანი“ „ჯენოას“ თავდამსხმელ კრშიშტოფ პიონტეკს გაიფორმებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. „ჯენოა“ 35 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსი დაემატება.

პოლონელი ფორვარდი მილანში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

პიონტეკი „როსონერიში“ გონსალო იგუაინს შეცვლის, რომლის ლონდონის „ჩელსიში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ფეხბურთელი „ჯენოას“ გასულ ზაფხულს „კრაკოვიადან“ შეუერთდა და თავი ჩინებულად წარმოაჩინა - სერია A-ს 19 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

0.11779