საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე „ორდაბასში“ მუშაობას აგრძელებს. როგორც ყაზახური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის თანამშრომლობა ერთი წლის ვადით გახანგრძლივდა.
როგორც გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელია და გუნდის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია.
კახა ცხადაძე „ორდაბასს“ 2018 წლიდან წვრთნის და გასულ სეზონში გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა. შედეგად, „ორდაბასი“ ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ითამაშებს.