ფეხბურთი

21:10 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუდი და არაყი - რიო ფერდინანდი კარიერის დასაწყისში ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ამბობს, რომ ახალგაზრდულ ასაკში ალკოჰოლს შეექცეოდა. მისი თქმით, შეეძლო ყოველდღე დაელია, როგორც ლუდი, ისე არაყი.

„ახალგაზრდობაში გიჟი ვიყავი. ხალხი ჩემი წარსულის შესახებ საუბრობს, მაგრამ მე არ ვიცი, რაზე საუბრობენ, რადგან ალკოჰოლის გამო ბევრი რამ არ მახსოვს. შემეძლო, რვა, ცხრა, ათი კათხა ლუდი დამელია და შემდეგ არაყზე გადავსულიყავი. ყოველდღე ვსვამდი. ალკოჰოლის გამო ჩემი კარიერის ნაწილი არ მახსოვს.

ჩემ დროს არსებული კულტურა და დღევანდელი ძალიან განსხვავებულია. როდესაც „ვესტ ჰემში“ ვიყავი, ვფიქრობდი ფეხბურთზე, სასმელზე, ღამის კლუბებზე. როცა მეკითხებიან, რას შევცვლიდი ჩემი კარიერიდან, ვპასუხობ, რომ არ უნდა დამელია. თუმცა, გამიმართლა, რადგან აღმომაჩნდა ბუნებრივი უნარი, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი გადამელახა“, - უთხრა ფერდინანდმა Telegraph-ს.

რიო ფერდინანდს „ვესტ ჰემში“, „ბორნმუთში“, „ლიდს იუნაიტედში“, „მანჩესტერსა“ და ქპრ-ში უთამაშია, ხოლო კარიერა 2015 წელს დაასრულა. ინგლისის ნაკრებში რიომ 1997-2011 წლებში 81 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

0.116362