ფეხბურთი

21:46 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოული სამშობლოში დაბრუნდა

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ეშლი კოულო სამშობლოში დაბრუნდა. 38 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ღირსებას იცავდა, კარიერას „დერბი ქაუნთიში“ გააგრძელებს.

როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კოულთან 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ეშლის ფრენკ ლამპარდის თავკაცობით მოუწევს თამაში, რომლის თანაგუნდელი „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრებში წლების განმავლობაში იყო.

ეშლი კოულს „ჩელსისა“ და „გალაქსის“ გარდა, „რომას“, „კრისტალ პალასისა“ და „არსენალის“ რიგებში უთამაშია.

0.114734