ფეხბურთი

18:15 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მსოფლიოს 10 წუთში დავუმტკიცე რაც შემიძლია"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკაში დარჩენას და ტიტულების მოგებას გეგმავს. შვედი ფორვარდის განცხადებით, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა, რომელიც მიიღო.

„ჩემი პრიორიტეტი „გალაქსიში“ დარჩენა იყო. ვგრძნობ, რომ მეტის გაკეთება შემიძლია გუნდისთვის. გასული სეზონის დასასრული ჩემთვის ნორმალური არაა, რადგან აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედი. გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ, პლეი-ოფში ვერმოხვედრა ჩემთვის კატასტროფა იყო. ახლა, ახალი გამოწვევის წინაშე ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად გავიმარჯვო.

პირველ წელს მჭირდებოდა გამეგო, როგორ ვითამაშებდი წელიწადნახევრიანი ტრავმის შემდეგ. 10 წუთში მოვახერხე მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რა შემიძლია.

მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო და ამას გავაკეთებ. გუნდთან ვისაუბრე და მზად ვიყავი 3-4 წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა. თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ რლიდან წლამდე გავაგრძელოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა იბრამ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა შვედმა MLS-ში ჩატარებულ პირველივე სეზონში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, „გალაქსი“ პლეი-ოფში მაინც ვერ გავიდა.

0.119308