ფეხბურთი

21:53 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ მე-100 და „ტოტენჰემის“ დაბრუნება

კვირა, პრემიერლიგაში სტუმართა დღე გამოდგა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ლონდონური დერბი, სადაც გასავარდნად განწირული „ფულემი“ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ტოტენჰემს“ დაუხვდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს „დეზი“ ლიორენტეს ავტოგოლის წყალობით. აი, შესვენების შემდეგ კი სტუმართა ჯერი დადგა. 51-ზე დელე ალიმ გაათანაბრა, მესამე დამატებულ წუთზე კი ჰარი უინკსმა გამარჯვებისა გაიტანა და „ტოტენჰემი“ საჩემპიონო რბოლაში დატოვა.

შედარებით მშვიდი გამოდგა ადრეული შეხვედრა. რომელშიც ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი „ჰადერსფილდი“ ჩემპიონობის მაძიებელ „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობდა. ცხადია, ამათ სატურნირო ამოცანების გარდა, სათამაშო ოსტატობაც ძალიან განსხვავებული აქვთ. ამიტომ, თამაში საინტერესო ალბათ, მხოლოდ „სიტის“ ქომაგებისთვის თუ იქნებოდა.

ანგარიში მე-18 წუთზე დანილომ გახსნა. ეს „ქალაქელების“ მე-100 გოლი აღმოჩნდა წლევანდელ სეზონში, ყველა ტურნირში. ამდენი წლეულს ევროპის ტოპ ჩემპიონატებში არავის გაუტანია. მეორე ტაიმში, ორწუთიან მონაკვეთში, სტერლინგმა და სანემ კიდევ ორჯერ დააწყებინეს თამაში მასპინძლებს ცენტრიდან და მშვიდად ჩაამთავრეს მატჩი. ეს „ქალაქელთა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში.

თუმცა, სტუმართა დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა მთლად კმაყოფილი არ დარჩენილა თავისი შეგირდების გარჯით: „ასეთი თამაშით 3 გოლზე მეტი არ გვეკუთნოდა. მომავალში კიდევ უფრო დახვეწა გვმართებს. ყოველი თამაშისას უფრო მეტს უნდა ვითხოვდეთ საკუთარი თავისგან. ყრუ დაცვას შევეჯახეთ და კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორ უნდა გავნვითარდეთ.“ - უთხრა გვარდიოლამ ВВС-ს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 23-ე ტური. 20 იანვარი

ჰადერსფილდი - სიტი 0:3

ჰადერსფილდი. „ჯონ სმიტი.“ 24 190

0:1 დანილო (18), 0:2 სტერლინგი (54), 0:3 სანე (56)

ჰადერსფილდი: ლოსელი, კონგოლო, ჰოგი, ლიოვე, სმიტი, შინდლერი, ბაკუნა (პრიტჩარდი 64), დიაკაბი (მუნიე 59), კაჩუნგა, პანჩონი, მბენზა

მწვრთნელი: მარკ ჰადსონი

სიტი: ედერსონი, დანილო, ოტამენდი, უოკერი, ლაპორტი, ფერნანდინიო (დავიდ სილვა 59), გიუნდოგანი (დელფი 80), დე ბრუინი, სანე (ბერნარდუ სილვა 72), სტერლინგი, აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ბაკუნა (30), ჰოგი (43); უოკერი (27), ფერნანდინიო (51)

ფულემი - ტოტენჰემი 1:2

ლონდონი. „ქრევენ კოტეჯი.“

1:0 ლიორენტე (17, საკ. კარში), 1:1 ალი (51), 1:2 უინკსი (90+3)

ფულემი: რიკო, ოდოი, ლე მარშანი, რიმი, კრისტი, ჩამბერსი, ბრაიანი, სერი (სისე 81), შიურლე (კებანო 72), მიტროვიჩი, ბაბელი (სესენონი 55)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი, როუზი, უინკსი, ერიკსენი, ალი (ნ’კუდუ 86), ლამელა (დაიერი 79), ლიორენტე

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: მიტროვიჩი (74), სერი (75); სანჩესი (74), როუზი (79), ალდერვეირელდი (90+4)

0.119035