საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა ტრავმა მოიშუშა და დღეს, მოედანს დაუბრუნდა.
მაკფადენის "იბეროსტარ ტენერიფემ" "ფუენლაბრადას" 96:65 სძლია, მაკფადენი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:45 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
მაკფადენმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელებს 11 მოგება და 6 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 27 იანვარს, სტუმრად, "ესტუდიანტესთან" გამართავენ.