ფეხბურთი

18:18 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" 18 წლის პორტუგალიელს იფორმებს

იტალიური „მილანი“ ლისაბონის „სპორტინგის“ ნიჭიერი მცველის, ტიაგო ჯალოს გაფორმებასთან ახლოსაა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „როსონერიმ“ ფეხბურთელთან და კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

მოსალოდნელია, რომ ჯალო „მილანში“ სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს. ამ დროისთვის ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

ტიაგო ჯალო 18 წლის ცენტრალური მცველია, რომელიც „სპორტინგის“ მეორე გუნდის ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში 20 თამაშში თავი 1 გოლით გამოიჩინა. ლისაბონელთა მთავარ გუნდში კი ჯერჯერობით დებიუტი არ ჰქონია.

0.141145