დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნში“ ფეხბურთელების გაყიდვას რომ აღარ აპირებს, რამდენიმე დღის წინ გამცნეთ. თუმცა, ამის გარეშეც, მარკო როისი „რეკორდმაისტერში“ გადასვლას არ გეგმავს.
გერმანელმა შემტევმა პირობა დადო, რომ მიუნხენურ გიგანტში არასდროს გადავა. ეს ყველაფერი FAZ-თან ინტერვიუში:
„მე „ბაიერნში“? არასდროს! „ბაიერნში“ ვერ მიხილავთ, გპირდებით“, - თქვა მარკომ და „დორტმუნდის“ ფანები ალბათ, ძალიან გაახარა.
შეგახსენებთ, რომ „ყვითლებიდან“ მიუნხენელებს ბოლო პერიოდში მარიო გიოტცემ, მატს ჰუმელსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ მიაშურეს. გიოტცეს კი ცოტა ხანში უკან დაბრუნება მოუხდა და ახლა ისევ დორტმუნდელთა მაისურით ირჯება.
რაც შეეხება როისს, 29 წლის შემტევი „დორტმუნდის“ აკადემიაში 1996-2006 წლებში ირიცხებოდა. პროფესიონალურ დონეზე კი „ალენის“ (2007-2009), „გლადბახისა“ (2009-2012) და „“დორტმუნდის“ (2012-დან დღემდე) დაუცავს.