კალათბურთი

0:37 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “საოცარი გრძნობაა, ჩემპიონები დავამარცხეთ”

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ კომენტარი გააკეთა “ბუდუჩნოსტისა” და “რეალის” მატჩის შემდეგ, რომელიც პოდგორიცელებმა სენსაციურად – 73:60 მოიგეს.

“დიდებული მატჩი იყო, რომელშიც ჩემპიონები დავამარცხეთ. საოცარი გრძნობაა, როდესაც შინაურ კედლებში ასეთი ქომაგობის ფონზე მნიშვნელოვან თამაშს იგებ. მადლობას ვუხდი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც დარბაზში მოვიდნენ და დიდი დახმარება გაგვიწიეს. 100% გავიღეთ და წარმატებას მივაღწიეთ. მოტივაცია და ყურადღებით გარჯა იყო ის, რამაც მიზნამდე მიგვიყვანა”.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი ცენტრი ევროლიგის მე-19 ტურის მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა და ევროპული კალათბურთის უმთავრეს ტურნირში პირველ ორმაგ დუბლს გამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118193