ფეხბურთი

16:15 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კარდიფი" გაძლიერდა

ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელი უმარ ნიასე კარიერას „კარდიფ სიტიში“ გააგრძელებს. როგორც უელსური გუნდის ვებგევრდი იტყობინება, სენეგალელთან მიმდინარე სეზონი ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

ნიასეს დებიუტი პრემიერლიგის 23-ე ტურში „ნიუკასლ იუნაიტედთანაა“ მოსალოდნელი. აფრიკელი ფორვარდი „კარდიფში“ 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

უმარ ნიასემ მიმდინარე სეზონში „ევერტონის“ ღირსება 7-ჯერ დაიცვა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

0.107191