დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი 6:2, 7:5, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. მომდევნო შეხვედრაში როჯერი სტეფანოოს ციციპასს დაუპირისპირდება.
ფედერერმა 9-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა. მთელი შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ამერიკელს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს როჯერმა ექვსივე შეხვედრა მოიგო და ერთი ერთი სეტი არ წაუგია.
ფედერერმა წელს "ჰოფმანის თასზე" ციციპასი 7:6, 7:6 დაამარცხა. შვეიცარიელის და ბერძენის შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.