ინგლისური ჩემპიონშიფის კლუბი, „დერბი ქაუნთი“ (სადაც, თავის დროზე, ჩვენი გიო ქინქლაძეც თამაშობდა) ვეტერან მცველ ეშლი კოულთან აწარმოებს მოლაპარაკებას - გვამცნობს Sky Sports.
წყაროს ცნობით, „ცხვრები“ მზად არიან 38 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე გაუფორმონ კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ „ლოს ანჯელეს გალაქსიდან“ წამოსვლის შემდეგ, კოული თვისუფალი აგენტია.
„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი გახლავთ, რომელიც წლების განმავლობში თამაშობდა კოულთან ერთად „ჩელსიში“ და ინგლისის ნაკრებში.
ამჟმად, 27 ტურის შემდეგ, „დერბი ქაუნთი“ ჩემპიონშიფის ცხრილში მეექვსე ადგილზეა.