17 წლის ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა ავსტრალიის ღია პირველობის გოგონათა ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მე-4 ნომრად განთესილმა ქარდავამ კვალიფიკაციის პირველ წრეში სამხრეთაფრიკელ მეგან ბასონს 6:3, 6:2 სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-9 რეიტინგის მქონე იაპონელ საკი იმამურასთან 1:6, 3:6 წააგო.