ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა და 2019 წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა. "დეტროიტმა" "ორლანდო" 120:115 დაამარცხა.
ზაზა შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და სულ 14 წუთი ითამაშა, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს "დეტროიტმა" 16 ქულით მეტი ჩააგდო, ვიდრე "ორლანდომ", რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში ბლეიკ გრიფინის კარგი თამაში წყალობით მიჩიგანელებმა გამარჯვება მოიპოვეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. "ორლანდოში" 24 ქულით და 13 მოხსნით ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა.
"დეტროიტი" 19 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას "დეტროიტი" შინ "მაიამი ჰიტთან" გამართავს, მატჩი 19 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.