„ვალენსიას“ „ვესტ ჰემის“ მექსიკელი შემტევის, ხავიერ ერნანდესის („ჩიჩარიტო“) გადაბირება სურს - გვამცნობს Sky Sports.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელი მზადაა ესპანეთში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 2014-15 წლებში ის მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. პირად კონტრაქტზეც მოულაპარაკებია ვალენსიელებთან. მაგრამ „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობა მის გაშვებას არ აპირებს. მოგეხსენებათ ერთი შემტევი, მარკო არნაუტოვიჩი მათ უკვე დაკარგეს (ჩინურ კლუბში გადადის), ამიტომ მექსიკელის შენარჩუნებას შეეცდებიან.
30 წლის „ჩიჩარიტო“ „ვესტ ჰემში“ 2017 წელს გადავიდა „ლევერკუზენიდან,“ 17,8 მილიონ ევროდ.
წლევანდელ სეზონში, პრემიერლიგაში, 14 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.