ლონდონის „ჩელსიმ“ ედენ აზარი შეაფასა. Daily Telegraph-ის ცნობით, „არისტოკრატები“ ბელგიელს 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. ეს საკმაოდ დიდი თანხაა იმის გათვალისწინებით, რომ აზარი ინგლისურ გუნდთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, ხოლო მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის ზაფხულამდეა.
ბელგიელი ფეხბურთელის შეძენის მთავარი კანდიდატი მადრიდის „რეალია“, რომელსაც ფეხბურთელის გადაბირება ჯერ კიდევ გასული წლიდან უნდა. ესპანეთში გადასვლის წინააღმდეგი კი არც თავად აზარია.
შეგახსენებთ, რომ ედენი „ჩელსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს, ხოლო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს კიდე ცოცხალია
მუტუ-ადრიანოს მდღვნელი ტანდემი კარგად მახსოვს პარმაში!
ადრიანო რა მკვლელი იყო, მეგონა კიჭაზე ნაკლებ კარიერას არ დადებდა
+1
Narkusha
ძალით აირია კარიერა თორე არ იყო ცუდი ფორვარდი მაგრამ 1-2 ჯერ გამოიჭირეს და იქ დაერხა
ეგ კიდე თამაშობს? DDDDDDDDDDDDD
ესე როგორ უნდა დაიღლევო ტავი ინდოეთში წახვიდე სათამაშოდ. ამერიკაში უარი გითხრეს შეჩემა?