ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ 2006 წელს, „იუვენტუსისთვის“ ჩამორთმეული სკუდეტოს „ინტერისთვის“ გადაცემა უსამართლო გადაწყვეტილებაა.
კაპელომ ამ ყველაფერს კომედია უწოდა:
„20606 წლის სკუდეტოს „ინტერისთვის“ გადაცემა სრული კომედია იყო, ნამდვლად უსამართლო გადაწყვეტილება. გვიდო როსიმ მაშინ ძალიან სწრაფად იმოქმედა, იმ წესების დაცვის გარეშე, რომელიც სპორტული მართლმსაჯულების მიერაა დადგენილი.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს კალჩოპოლის სკანდალის გამო „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, ხოლო მის მიერ მოედანზე მოგებული ჩემპიონობა „ინტერს“ მიენიჭა. ბოლო პერიოდში ტურინული გრანდი სამართლებრივი გზით ცდილობს, რომ მილანურ გრანდს ბოძებული სკუდეტო წაართვას და სასამართლოში საჩივარიც შეტანილი აქვს.