News

15:16 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისკოს მეგობარი: "სოლარი, ფეხბურთის მკვლელი ხარ"

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარსა და ისკო ალარკონს შორის, როგორც ჩანს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. არგენტინელი სპეციალისტი ესპანელ შემტევს არ ენდობა და ლა ლიგის ბოლო ტურში, „ბეტისთან“ (2:1) ერთი წუთითაც არ ათამაშა.

ისკოს მეგობარი აიტორ კოსტა სოლანო კი, სოციალური ქსელიდან „რეალის“ თავკაცს აკრიტიკებს და ფეხბურთის მკვლელს უწოდებს:

„სოლარი, შენ ფეხბურთში იგივე აზრი გაქვს, როგოც მე ინჟინერიშია. ფეხბურთის მკვლელი ხარ“, - დაწერა ისკოს მეგობარმა.

როგორც ესპანური მედია წერს, ისკო „სამეფო კლუბს“ იანვარში თუ არა,ზაფხულში აუცილებლად დატოვებს. მისი შეძენის მსურველთა შორის ფავორიტად იტალიური „იუვენტუსი“ სახელდება.

0.112323