ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში "ბეტისი" შინ "რეალთან" 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში "სამეფო კლუბის" ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ თითი მოიტეხა, რის გამოც მოედანი დატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგმა მარჯვენა ხელის ნეკა თითი მოიტეხა. აღდგენით პროცესს რა დრო დასჭირდება ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე ერთად 30 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.