ფეხბურთი

22:43 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსია შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა გარემარბმა ანტონიო ვალენსიამ შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. აღნიშნული ინფორმაცია The Mirror-მა გაავრცელა.

ვალენსიას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. შესაბამისად, კოლუმბიელ ფეხბურთელს პირველი იანვრიდან შეუძლია უცხოურ კლუბებთან მოლაპარაკება აწარმოოს.

ვალენსიამ მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრა ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ინგლისური მედია ვარაუდობს, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს. ანტონიო "მანჩესტერ იუნაიტედში" 2009 წელს გადავიდა, მას შემდეგ კი 338 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 62 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128245