„ჩელსის“ ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი, სეზონის დამთავრების შემდეგ, შესაძლოა, ლისაბონის „ბენფიკაში“ დაბრუნდეს - წერს პორტუგალიური A Bola.
31 წლის ფეხბურთელის „არისტოკრატებთან“ ხელშეკრულებას წლეულს ზაფხულში ეწურება ვადა. მას ხანგრძლივი კონტრაქტის გაგრძელება სურდა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან „ჩელსიში“ ასეთი კანონი ყოფილა: 30-ს გადაცილებულ მოთამაშეებს ერთწლიანზე მეტ ხელშეკრულებას არ უფორმებენ. ასე რომ, დიდი ალბათობით, ლუისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა „ბენფიკაში.“
შეგახსენებთ, რომ ექსტრავაგანტული ბრაზილიელი, ლისაბონური კლუბის ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა, საიდანაც 2014-ში „ჩელსიში“ გადავიდა, იქიდან კი „პარი სენ-ჟერმენში.“ თუმცა, ორი სეზონის შემდეგ, ისევ ლონდონურ კლუბში დაბრუნდა.