კალათბურთი

13:12 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა, „სან ანტონიომ“ უხვქულიან შეხვედრაში „ოკლაჰომას“ მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სამწუხაროდ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა კიდევ ვერ მოიშუშა და გუნდს ვერ დაეხმარა. „დეტოიტ პისტონსმა“ გასვლაზე „საკრამენტოსთან“ 112:102 წააგო. „საკრამენტოში“ 18 ქულით ჰიელდი გამოირჩა. „დეტროიტში“ 12 ქულა და 11 მოხსნა ანდრე დრამონდს ჰქონდა. „დეტროიტი" 17 მოგებით და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.

უხვქულიანი შეხვედრა გაიმართა სან ანტონიოში, სადაც „სპურსი“ „ოკლაჰომას დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დრო 130:130 დასრულდა. პირველი ოვერტაიმის ბოლო წამზე დემარ დეროზანმა ორქულიანი ისროლა და ბურთი კალათში არ ჩაეშვა. 141:141 და მეორე ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც ოლდრიჯმა და დეროზამა კარგად ითამაშეს და საბოლოოდ „სან ანტონიომ„ 154:147 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 56 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 2010 წლის შემდეგ „სან ანტონიო“ გახდა პირველი ნბა-ს გუნდის რომელმაც 150 ქულა ჩააგდო, 2010-ში ფინიქსმა“ მიითქვალა 150 ქულა.

„დენვერმა“ შინ „კლიპერსი“ 121:100 დაამარცხა. დენვერელები პირველსავე პერიოდში დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე „კლიპერსი“ მდევრის როლში გახლდათ. „დენვერში“ ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც კარიერაში 21-ე სამმაგი დუბლი შეასრულა (18 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი). „კლიპერსში“ ყველაზე მეტი 19 ქულა უილიამსმა ჩააგდო. „დენვერი“ 28 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„მაიამი“ – „ბოსტონი“ 115:99 (28:24, 33:19, 22:29, 32:27)

https://www.youtube.com/watch?v=1a3_GjtLQ-Y

„დენვერი“ – „კლიპერსი“ 121:100 (37:25, 28:29, 28:22, 28:24)

https://www.youtube.com/watch?v=XoyYNmGLSvk

„სან ანტონიო“ – „ოკლაჰომა“ 154:147 (33:23, 37:40, 35:30, 25:37 ო.ტ. 24:17)

https://www.youtube.com/watch?v=Iwj8q0dVWhU

„საკრამენტო“ – „დეტროიტი“ 112:102 (34:21, 31:27, 26:26, 21:28)

https://www.youtube.com/watch?v=73_bin-t1d0

0.117292