ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის მიში ბატშუაის საიჯარო ხელშეკრულება "ვალენსიაში" უახლოეს მომავალში გაწყდება. როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, ბატშუაის კლუბიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.
მიში "ჩელსიმ" 2018 წლის ზაფხულში 3 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაანათხოვრა. კლუბებმა ერთწლიანი ხელშეკრულება დადეს, თუმცა ფეხბურთელს "ღამურების" მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა და გუნდის დატოვება მოუწევს. ბატშუაის "ვალენსიაში" მცირე სათამაშო დრო ჰქონდა (საშუალოდ 45 წუთი) და 23 მატჩში სამი გოლი გაიტანა.