საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიურმა გამოცემა Tuttomercatoweb-მა გამოარჩია. იტალიურ პორტალი 1999 წელს დაბადებულ ტალანტებზე წერილს აქვეყნებს, რომლებიც ევროპული გრანდების დაინტერესების ქვეშ არიან.
ჩაკვეტაძე ისეთი ფეხბურთელების გვერდითაა, როგორებიც მატის დე ლიხტი, კაი ჰავერცი, ჯანლუიჯი დონარუმა, ტრინკაო არიან.
„გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ ფეხბურთელია, რომელსაც სერია A-ს გუნდებიც აკვირდებიან“, - წერს გამოცემა.
ეს კი, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებზეც Tuttomercatoweb-მა გამოარჩია:
მატიის დე ლიხტი („აიაქსი“), კაი ჰავერცი („ლევერკუზენი“), ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“), გედსონ ფერნანდესი („ბენფიკა“), ჟოაო ფელიქსი („ბენფიკა“), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“), აბდულკადირ ომური („ტრაბზონსფორი“), ტრინკაო („ბრაგა“), ეზეკიელ ბარკო („ატლანტა იუნაიტედი“), ელიჯიფ ელმასი („ფენერბახჩე“), ემერსონი („ატლეტიკო მინეირო“).