ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჰონგ კონგში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა თანრიგს გამოეთიშა, ამდენად, ბრძოლას მხოლოდ ერთეულებში გააგრძელებს.
შაფათავა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ემილი ვებლი-სმითი პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიურ-ჩეხურ დუეტთან (მიქაელა კრაიჩეკი-ბარბორა სტეფკოვა) 4:6, 2:6 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ სოფომ ერთეულთა შეჯიბრის კვალიფიკაციაში 2 გამარჯვება იზეიმა და ძირითად ბადეში მე-8 რეიტინგის მქონე სერბ იოვანა იაკშიჩს გაეჯიბრება.