ფეხბურთი

18:45 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხმის მიცემა - ჩაკვეტაძე ბელგიური გამოცემის გამოკითხვაში ლიდერობს

ბელგიური გამოცემა Voetbalprimeur-ი ბელგიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს გულშემატკივართა გამოკითხვის მეშვეობით ავლენს. ჩვენთვის საინტერესოა, რომ მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ნომინანტთა შორისაა „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე.

„ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე „გენტის“ მთავარი ფიგურაა. ფლანგის შემტევს გამთამაშებლადაც შეუძლია თამაში და მას ევროპის ბევრი წამყვანი გუნდი აკვირდება, მათ შორის, „ბარსელონა“. ჩაკვეტაძის დრიბლინგებსა და პასებს ნებისმიერი დაცვისთვის შეუძლია პრობლემის შექმნა“, - წერს გამოცემა.

ქართველი შემტევის კონკურენტები ლეანდრო ტროსარდი („გენკი“), არნო დანიუმა („ბრიუგე“), ნანა ამპომა („ბევერენი“) და მუსა ჯენეპო („სტანდარდი“) არიან.

ხმის მიცემა კი აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ - გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებში.

0.116664