კალათბურთი

13:00 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეიდმა ლებრონ ჯეიმსის და ჯორდანის შედეგი გაიმეორა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

„ტორონტომ“ შინ „ინდიანა“ 121:105 დაამარცხა. კანადელებმა ინდიანაპოლისელებს ოთხივე პერიოდი მოუგეს. 23 ქულით პოუელი გამოირჩა. „ინდიანაში ყველაზე მეტი 21 ქულა ბოგდანოვიჩმა ჩააგდო. „ტორონტომ“ ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„ატლანტამ“ „მაიამის“ 106:82 მოუგო. დუეინ უეიდმა გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. უეიდმა მაიკლ ჯორდანის და ლებრონ ჯეიმსის მიღწევა გაიმეორა. დუეინი მესამე კალათბურთლია ნბა-ს ისტორიაში ვინც, ერთდროულად მინიმუმ 20 000 ქულა, 5000 პასი, 4000 მოხსნა, 1500 ჩაჭრა, 800 ბლოკ-შოტი და 500 სამქულიანი აქვს.

„ოკლაჰომა“ საკუთარ დარბაზში „ვაშინგტონთან“ 98:116 დამარცხდა. დედაქალაქელებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს. რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 22 ქულა, 15 მოხსნა, 13 პასი. „ვაშინგტონში“ 25 ქულით ბრედლი ბილი საუკეთესო იყო.

„ჩიკაგო“ – „ბრუკლინი“ 100:117 (21:28, 34:27, 27:33, 18:29)

https://www.youtube.com/watch?v=WisevDUKB9s

„კლიპერსი“ – „ორლანდო“ 106:96 (18:28, 27:19, 25:20, 36:29)

https://www.youtube.com/watch?v=HJhLvroT7wU

„მინესოტა“ – „ლეიკერსი“ 108:86 (35:19, 29:26, 19:23, 25:18)

https://www.youtube.com/watch?v=dgSewAPsskc

„ატლანტა“ – „მაიამი“ 106:82 (23:16, 15:21, 41:21, 27:24)

https://www.youtube.com/watch?v=8eh1-grBX18

„ოკლაჰომა“ – „ვაშინგტონი“ 98:116 (25:28, 25:26, 29:36, 19:26)

https://www.youtube.com/watch?v=mYhkIQkXvt8

„ტორონტო“ – „ინდიანა“ 121:105 (37:35, 33:28, 26:21, 25:21)

https://www.youtube.com/watch?v=loVDCmF6XTs

„ფინიქსი“ – „შარლოტი“ 113:119 (30:29, 30:28, 21:28, 32:34)

https://www.youtube.com/watch?v=EPUREB4ptLA

0.105988