ფეხბურთი

22:38 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ მორატასთვის იბრძოლებენ

დორტმუნდის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ „ჩელსის“ შემტევით, ალვარო მორატათი დაინტერესდნენ - წერს ესპანური Marca.

წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბებმა უკვე გაგზავნეს ლონდონში სატრანსფერო მოთხოვნები, თუმცა, „არისტოკრატებს“ ესპანელი თავდამსხმელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მორატა ასევე „სევილიისა“ და „მილანის“ ინტერესთა სფეროში შედის. ანდალუზიელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, მილანელებს კი გონსალო იგუაინში გაცვლა.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში, „ჩელსიმ“ „ნოტინგემ ფორესტს“ მორატას დუბლით 2:0 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

0.117475