ფეხბურთი

22:48 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლალანა „ლივერპულს“ იანვარში არ დატოვებს

ნახევარმცველი, ადამ ლალანა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ლივერპულს“ არ დატოვებს, - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ცნობით, ლალანასადმი ინტერესს თურქული „ფენერბაჰჩე“ გამოხატავდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა მისი იჯარით გაშვებაზე უარი თქვა. მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, სეზონის მეორე ნახევარში მისი იმედი ჰქონია.

30 წლის ლალანა, „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ 2014 წელს გადავიდა 31 მილიონ ევროდ. წლევნდელ სეზონში მან პრემიერლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა და თავი არაფრით გამოუჩენია. იგივე ვითარება გახლდათ ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშებ ორ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ ლალანას „წითლებთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.118637