ფეხბურთი

21:15 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" კარასკოსთვის ბრძოლა მოუწევს

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა იანიკ ფერეირა კარასკომ "დალიან იფანს" გუნდის დატოვების შესახებ თხოვნით მიმართა. როგორც Football Italia იუწყება, ფეხბურთელის დამატება "მილანს" სურს, თუმცა "როსონერის" ბელგიელის გადასაბირებლად "ბაიერნთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევს ბრძოლა.

ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული კლუბები რამდენ მილიონ ევროს შესთავაზებენ ჩინურ მხარეს. ასევე უცნობია კარასკოს მოთხოვნებიც. იანიკი ჩინეთში სათამაშოდ გასული წლის თებერვალში წავიდა და "დალიან იფანის" მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარასკოს სატრანსფერო ღირებულება განახევრდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121301