"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლისაბონის "ბენფიკას" ხელმძღვანელობის წინადადებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. "არწივებმა" მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული რუი ვიტორიას ჩანაცვლება შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.
მოურინიო "წითელ ეშმაკებს" 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა და კლუბიდან გუნდის წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლეს. "მანჩესტერ იუნაუტედამდე" პორტუგალიელი სპეციალისტი "პორტუს", "ჩელსის", "ინტერს" და "რეალს" ედგა სათავეში.