დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდგომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდა და მისი ბარიერი ვერ გადალახა.
სერბმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი კარგად დაიწყო და ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორე სეტშიც პირველმა გააკეთა ბრეიკი და 4:3 დაწინაურდა, თუმცა ესპანელმა მეტოქემ თამაში შემოატრიალა და შეხვედრა, რომელიც 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა მისი გამარჯვებით 3:6, 7:6, 6:4 დასრულდა. ამრიგად ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
ფინალში ესპანელის მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში იტალიელი მარკო ჩეკინატო 7:6, 6:3 დაამარცხა.