ფეხბურთი

21:26 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" დიასს დაიმატებს

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი ბრაფიმ დიასი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერი მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაოფიციალურდება, როდესაც "სამეფო კლუბი" გარიგებას გაასაჯაროებს.

დიასმა "ქალაქელებთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, რადგან პირველ გუნდში ინტენსიური თამაშის შანსი არ ეძლევა. ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და კლუბმა გადაწყვიტა ნახევარმცველი უფასოდ არ გაუშვას. მიმდინარე სეზონში ესპანელმა მოთამაშემ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11278