სლოვენიურმა გაზეთმა Ekipa-მ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე იან ობლაკი დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ობლაკი ზედიზედ მეოთხედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. 2018 წელს იანმა "როხიბლანკოსის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა. გასულ წელს ობლაკმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.