ჩოგბურთი

20:20 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის იოლი გამარჯვება

50-დღიანი პაუზის შემდეგ როჯერ ფედერერი კორტზე კვლავ ვიხილეთ. ფედერერის სეზონის პირველი შეხვედრა ვარჯის ჰგავდა.

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა ჰოფმანის თასზე მსოფლიო რეიტინგის 91-ე ნომერი ბრიტანელი კამერონ ნორიე 6:1, 6:1 გაანადგურა.

როჯერმა 11-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბრიტანელმა ხუთი შესაძლებლობიდან ვერც ერთი.

მომდევნო შეხვედრას ფედერერი 1 იანვარს ფრენს ტიაფოესთან გამართავს. ურთიერთშეხვედრებში როჯერი ამერიკელს 3:0-ს ამარცხებს.

0.121081